GE | EN |

 კონკურსის  ჩატარების  პირობები


 ახალგაზრდა  პიანისტთა  თბილისის    საერთაშორისო  კონკურსი   დაარსდა  2003  წელს   და  ტარდება  3  წელიწადში  ერთხელ   ორ ტურად.   კონკურსში   მონაწილეობის   მიღება  შეუძლია   ნებისმიერ   ახალგაზრდა   პიანისტს  შემდეგი ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად:           

   I    კატეგორია       9-10-11   წელი 

  II   კატეგორია     12-13-14   წელი 

  III  კატეგორია     15 -16-17   წელი 

 

IX  კონკურსი  ჩატარდება 2025 წელს  ორ  ეტეპად:  

I ეტაპი -  I ტური  ვიდეოჩანაწერების  ფორმით  2025  წლის   01-05 აპრილს.

II ეტაპი - II   ტური  და გალა კონცერტი თბილისში  2025  წლის   01-05 ივლისს.

 

I ტურის ვიდეოჩანაწერი აუცილებლად უნდა იყოს უწყვეტი, მონტაჟის გარეშე  და  სათანადო  ხარისხის.

საბუთები  და პირველი ტურის ვიდეო ჩანაწერის გადმოსაწერი ბმული  უნდა  გამოიგზავნოს  კონკურსის ელფოსტაზე  pianocontest.tbilisi@gmail.com   არა უგვიანეს  2025 წლის  5 აპრილისა.                                                            

ვიდეო უნდა ატვირთოთ Google Drive-ზე, გააზიაროთ ზემოთ  მოცემული  ელფოსტის მისამართისთვის და გადმოსაწერი ბმული გამოგვიგზავნოთ მეილზე. 

გთხოვთ   კონკურსის  პირობებს დეტალურად გაეცნოთ

ჩანაწერთან ერთად უნდა გადმოიგზავნოს საკონკურსო დოკუმენტაცია /იხ. ანკეტა-განაცხადი/   

II ტურში  გადასულ მონაწილეთა ვინაობა ცნობილი იქნება 20 აპრილს და გამოქვეყნდება კონკურსის ვებგვერდზე    და   ფბ-გვერდზე /იხ. კონტაქტები/

ფინალში დაიშვება  მონაწილეთა   50%. 

ფინალში  მონაწილეთა  გამოსვლის  თანმიმდევრობა  განისაზღვრება  ქართული ანბანის მიხედვით.

ყველა  ფინალისტს  გადაეცემა  დიპლომი  ან  სერტიფიკატი.

სამი  საპრიზო  ადგილის  მფლობელებს  მიენიჭებათ  ახალგაზრდა  პიანისტთა  თბილისის  საერთაშორისო კონკურსის  ლაურეატის  წოდება, გადაეცემათ სამახსოვრო მედლები და ფულადი პრემიები.

კონკურსზე გაიცემა სპეციალური პრიზები და საჩუქრები.

კონკურსის  ყველა   გამარჯვებული  ვალდებულია  დაესწროს  დაჯილდოვების  ცერემონიალს.

კონკურსში  გამარჯვებულებმა  მონაწილეობა  უნდა  მიიღონ დასკვნით  კონცერტში  ანაზღაურების  გარეშე.

პროგრამები  სრულდება  ზეპირად.

წარმოდგენილ  პროგრამებში  ცვლილებები  არ  დაიშვება.

ნაწარმოების  შესრულების  ხანგრძლივობა  არ  უნდა  აღემატებოდეს  დადგენილ  ქრონომეტრაჟს. 

 

ჟიური

 

 კონკურსის  ჟიურის  უფლება  აქვს  არ  გასცეს  ყველა  პრემია,    გაყოს  პრემიები.

 ჟიურის  წევრებს  უფლება  არ  აქვთ  მონაწილეობა მიიღონ  თავიანთი  მოსწავლეების შეფასებაში.

 ჟიურის  გადაწყვეტილება  საბოლოოა  და  გადახედვას  არ  ექვემდებარება.

 

მონაწილეთა  მიღების  პირობები  


კონკურსის  მონაწილეებს  და მათ თანმხლებ პირებს შესთავაზებენ  ბინას,  ან  სასტუმროს (შეღავათიან ფასებში).

მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სამეცადინო და სარეპეტიციო დროით (განსაზღვრული რეგლამენტით).